14 თებერვალი 2025

ტრამპი: ბაიდენს საკუთარი თავის შეწყალება დაავიწყდა

დონალდ ტრამპმა Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბაიდენის წინასწარი შეწყალების შესახებ ისაუბრა.  ტრამპმა ბაიდენს დასცინა და თქვა , რომ  ყოფილმა პრეზიდენტმა შეწყალება მარცხნივ და მარჯვნივ გ ადასცა, მაგრამ საკუთარი თავი დაივიწყა.

შონ ჰანიტი: როდესაც ჯო ბაიდენი კენჭს იყრიდა, ის ირწმუნებოდა,  რომ არასოდეს გამოიყენებდა პრევენციულ შეწყალებას. ეს პრობლემა მაშინ წარმოიშვამ როცა თქვენ პირველად დატოვეთ პოსტი.

დონალდ ტრამპი:  მან გათვალა, თუ რა  მქონდა მოფიქრებული. მე ეს არ მინდოდა. მე შემომთავაზეს რამოდენიმკე  ვარიანტი და მკითხეს: სერ, არ გსურთ შეიწყალოთ ყველა თქვენი ჩათვლით? მე ვუთხარი, რომ არავის შეწყალებას არ ვაპირებ, არაფერი დაგვიშავებია. ჩემს მხარდამჭერებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც დაზარალდნენ – ისინი წარმოუდგენელი პატრიოტები არიან. ბენონი და პიტერ ნავარო ციხეში წავიდნენ და ბევრი სხვაც დაზარალდა. რაც ყველაზე დასანანია, მათ დანაზოგი დაკარგეს და ყველაფერი რაც ჰქონდათ ადვოკატებზე დახარჯეს. მაგრამ ისინი მაინც არ ითხოვდნენ შეწყალებას.

წასვლისას ბაიდენი კი  მარცხნივ და მარჯვნივ  ურიგებდა  ყველას  შეწყალებას. იცით, ყველაზე სასაცილო და ალბათ ყველაზე სამწუხარო რა არის? ის, რომ მან საკუთარი თავი არ შეიწყალა. ბოლოს და ბოლოს, თუ დაფიქრდებით, ყველა დანარჩენი მასთან არის დაკავშირებული.