14 თებერვალი 2025

დოი: უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს!

შიშით და გაურკვვევლობით დაზაფრული, სუნთქვაშეკრული დიდი მოლოდინით ელოდა ქართული საზოგადოება ქართველი რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალრის (2005) ,თეატრალური „პრემია დურუჯის“ (2010), სანდრო ახმეტელის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურიატის დავით დოიაშვილის, იგივე დოის მიერ გაჟღერებულ მუქარას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

ქარიშხალმა იყუჩა და საზოგადოებამ შვებით ამოისუნთქა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ “ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ” მებრძოლი რაინდი მხოლოდ საქართველოს რეგიონებში გასვლას და ხალხთან დალაპარაკებას გეგმავდა.
რეჟისორი შიშობს, რომ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური კომპრომატების ომს დაიწყებს მის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ.
” იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში”- აცხადებს რაინდი , თუმც არ აკონკრეტებს რისი ეშინია და რა ” მილიარდ კომპროპმატზეა” საუბარი მის წინააღმდეგ.

  • ” ვიწყებ დაანონსებას – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში – ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს.
  • შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში.
  • სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!
  • ამ განცხადების გაკეთება იოლი გგონიათ? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და თქვენზეც.იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში.
  • მაშინ, მკითხავთ, რატომ ვაკეთებ ამას – იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები – ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების.
  • ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს და ერთი რამ მინდა გითხრათ – ნუ იცეკვებთ იმათ დაკრულზე, მოდით აქ!
  • ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ!
  • ნუ ემსახურებით მათ იმიტომ, რომ აქ კარგია!
  • ახლა, ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით, რომ ვიყოთ ბევრნი, ბევრნი იმიტომ, რომ იქ არ უნდა წახვიდეთ, მოდით აქ, ჩვენი მანიფესტი გრძელდება, ნუ წახვალ იქ, მოდი აქ!“ – აცხადებს დოი .