ნათელაშვილი: პუტინმა უთხრა ივანიშვილს- არც იფიქრო მაგაზე, თორემ გადაგაყლაპებ ატომურ ბომბს-ო (ვიდეო)

ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი შალვა ნათელაშვილი,საქართველოს და კონკრეტულად მისი პარტიის წინააღმდეგ შეთქმულების სქემას ხსნის და მხსნელად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარას ასახლებს, რომელმაც საქართველო იხსნა ბიძინა ივანიშვილის და ოპოზიციის ბოროტი განზრახვისგან .
” ოპოზიციამ შექმნა ანტილეიბორისტული ბლოკი. გაურიგდნენ ბიძინა ივანიშვილს, შევიდნენ მოლაპარაკებაში და ალიანსში მასთან.
ერთ-ერთი მომლაპარაკებელი იყო ქალბატონი პრეზიდენტი. (ზურაბიშვილი)
პირობა იყო ,რომ ლეიბორისტული პარტია ტელევიზიებში არ გაჭაჭანებულიყო და პარლამენტში არ უნდა შევეშვით.
ბიძინა ივანიშვილმა მისცა პირობა ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ მოიყვანდა ხელისუფლებაში, უმრავლეოსობაში, ერთი-ორი დეპუტატით. ანუ, პრემიერ- მინისტრი მათი იქნებოდა და თვითონ გადავიდოდა ოპოზიციაში.
ეს პირობა იყო მიცემული . შეთანხმდნენ, რომ პრემიერ -მინისტრი იქნებოდა თავგასიებული გილაური, რომ ზის და გვიკითხავს ლექციებს დღე და ღამე, სააკშვილის პრემიერად ნამუშევარი. მთელი ენერგეტიკა რუსებს რომ მიყიდა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ბანკის თანამფლობელი, მისი ძმა დირექტორი.
ერთი ბანდა სრულიად. არ ვიცი რამდენად გულწრფელად დაპირდა ივანიშვილი ამას.
მერე მოსკოვიდან მოვიდა სიგნალი პუტინისგან, რომ “შენ სიცხე ხომ არა გაქვს,
რომელი ოპოზიცია მოგყავს ხელისუფლებაში , არც იფიქრო მაგაზე თორემ გადაგაყლაპებ ატომურ ბომბს”-ო, როგორც ლიტვინენკოს გადააყლაპა ატომური ჩაი ლონდონში და იმის საფლავი ეხლაც ასხივებს ლონდონში. ბუნებრივია ამას( ივანიშვილს) კურდღელივით შეეშინდა ეგ ამბავი და ოპოზიცია გადააგდო ამ საქმეში .
ამიტომ არის ოპოციზია პირდაღებული და გაოცებული რომ დარბიან წინ და უკან.
ანუ, მთელი ეს სქემა ჩაეშალათ მოლაპარაკების შეთქმულების და ძალიან კარგი არის რომ ჩაეშალათ” , აცხადებს შალვა ნათელაშვილი .