14 თებერვალი 2025

ელისაშვილი: ქეციანი, კაციშვილმა რომ არ იცის, ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი, მას რომ შემოვცხე…

მე რომ ვიღაცა ქეციანი, კაციშვილმა რომ არ იცის, ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი და მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, ამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას. მე არ მეშინია, ვიყავი, ვნახე, დიდი არაფერი საშიში იქ ((ციხეში) არ არის. ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?! ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც მან სხდომის დასრულების შედეგ აღნიშნა, მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდია, რომელსაც ხელისუფლება მის დასაჭერად იყენებს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

  • „ფაქტია, რომ დღეს, არ დამიჭირეს. 6 თებერვალს გაიმართება მომდევნო სხდომა, არსებითი განხილვა, სამწლიანი მუხლია.
  • აბსოლუტურად აბსურდია, რომ მე ვიღაც ალი ბაბაევი ვცემე. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, ვინ ოხერია ალი ბაბაევი, რომელიც თურმე ისეთი პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობით გადავრეულვარ, ქუჩაში ვეტაკე და არიქა… შემაგინა და მაგაზე მქონდა რეაქცია.
  • თან, როგორი აბსურდია შეხედეთ, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ათმა კაცმა წიხლქვეშ გაიგდო, სცემა და პოლიტიკური დევნით კი არ აღძრეს საქმე, არამედ ცემის, 126–ე მუხლით აღძრეს და მე აღმიძრეს პოლიტიკური დევნით.წარმოიდგინეთ, ანუ გიორგი გახარია პოლიტიკოსი არ არის და მას პოლიტიკურად არ გაუსწორდნენ და პოლიტიკოსია თურმე ალი ბაბევი.
  • ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?! შესაბამისად, ამას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ დამიჭიროს.
  • მინდა ვუთხრა „ჯიგრებს“, რომ მე არ მეშინია, ვიყავი, ვნახე, დიდი არაფერი საშიში იქ არ არის. დაჭერისთვისაც და ციხეში წასვლისთვისაც მზად ვარ. არ ვიცი, ამათ თავში რა იხარშება, ამას ღმერთმა უწყის, ფაქტია, რომ არასწორი მუხლი მაქვს წარდგენილი.
  • მე რომ ვიღაცა ქეციანი, კაციშვილმა რომ არ იცის, ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი და მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას.
  • ალი ბაბაევია თურმე პოლიტიკოსი და გახარია არაა პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩემი დაჭერა თუ უნდათ, დამიჭირონ, არ მეშინია, აგერ ვარ”, – განაცხადა ნაბიჭვარმა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.