ტრამპი: რუსეთი დაეხმარა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის მოგებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სანქციებით დაემუქრა. პრეზიდენტმა დამატებით აქვე განმარტა, რომ მას „ძალიან უყვარს რუსი ხალხი და მისთვის ზიანის მიყენება არ სურს“.
- „ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზოდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა „რუსეთის წვლილზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში“ და აღნიშნა იმ ზარალის მასშტაბი, რომელიც რუსულმა მხარემ განიცადა იმ პერიოდში.
- „არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში და დაკარგა თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე“, – წერს ამერიკის ოლიგარქი ლიდერი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.
ამ სიტყვებით, ტრამპმა ერთდროულად დაუშვა ისტორიული სიმართლის რამდენიმე დამახინჯება: 1. ამ ომში „მთავარ გამარჯვებულად“ შეერთებული შტატების დასახელება და 2. სსრკ-ს დანაკარგების დამახინჯებული ციფრების ჩვენება.
რუსეთის ფედერაციის ოფიციალური მონაცემებით, დიდი სამამულო ომის დროს სსრკ-მ განიცადა უზარმაზარი დანაკარგი – დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი, მათ შორის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს არის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული გვერდი, რომელიც ასახავს საბჭოთა კავშირის წვლილს ნაციზმზე გამარჯვებაში.