სლოვაკეთის ოპოზიცია: ფიცოს არ მივცემთ უფლებას ქვეყნის რუსეთში შეთრევის

სლოვაკეთის ოპოზიცია რესპუბლიკაში “მაიდანის” მოსაწყობად ემზადება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ უნგრეთის კაბინეტის ხელმძღვანელ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- „სახელებს ვერ დავასახელებ, ვერ დავასახელებ გარემოებებს, მაგრამ მთელი სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ სლოვაკეთის ოპოზიცია „მაიდანისთვის“ ემზადება“, – განაცხადა სლოვაკმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ოპოზიცია სამთავრობო შენობების დასაკავებლად ემზადება, რითაც ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ მინისტრთა კაბინეტის მუშაობას და ითანამშრომლებენ უცხოურ ძალებთან.
21 იანვარს პორტალმა Teraz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურმა (SIS, სადაზვერვო და კონტრდაზვერვის სამსახურმა) მიიღო „სარწმუნო ინფორმაცია გრძელვადიანი ორგანიზებული გავლენის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას.
ხელწერა ერთია. 15 იანვარს სლოვაკეთის ოპოზიციამ ფიკოს უნდობლობის გამოცხადება ოფიციალურად მოითხოვა. პრემიერ-მინისტრის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ისინი “არასდროს მისცემდნენ უფლებას, რომ ქვეყანა მოსკოვში შეათრიოს “.
14 იანვარს პროევროპული პარტიის „პროგრესული სლოვაკეთის“ ხელმძღვანელმა მიხალ შიმეჩკამ განაცხადა, რომ „სლოვაკეთი გზაჯვარედინზეა და ფიკო ამზადებს ნიადაგს ქვეყნის ევროკავშირიდან გასასვლელად“.
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, ის არ დაუშვებს ხელისუფლების დამხობას სლოვაკეთში და იმოქმედებს საქართველოს და რუმინეთის მაგალითით.