ილონ მასკი- ოლაფ შოლცს: სირცხვილი შენ,სულელო, განავალო!

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სიტყვის თავისუფლების შესახებ განცხადებების გამო გააკრიტიკა და განზრახ დაამახინჯა მისი სახელი. მასკმა გერმანიის კანცლერს სულელი უწოდა. შესაბამისი პუბლიკაცია ბიზნესმენმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
- “სირცხვილი თქვენ, Oaf Sheets“, – წერს მასკი.
სიტყვა “Oaf” ინგლისურად ნიშნავს “სულელს”, ხოლო “Shitz” არის გინება, რომელიც ასევე ითარგმნება როგორც „განავალი“.
მანამდე შოლცმა მიუღებელი უწოდა მხარდაჭერას, რომელსაც მასკი უწევს ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალებს, კომენტარს აკეთებს ნაცისტურ ჟესტზე, რომელიც ბიზნესმენმა გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ .
კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ მასკი საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას.