14 თებერვალი 2025

რუსულმა კიბოს წამალმა „ უტეფრამ“ პირველი შედეგები აჩვენა

სისხლის კიბოთი დაავადებულმა პირველმა ადამიანმა  წარმატებით ჩაიტარა  მკურნალობა ახალი რუსული  სამედიცინო პრეპარატრით  „უტჟეფრა“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

  • „პირველი პაციენტი, რომელიც მონაწილეობს კლინიკურ კვლევაში არის 59 წლის ქალი, მან მიიღო „უტჟეფრა“ 12 და 13 დეკემბერს ორ დოზით . პრეპარატს გართულებები არ ჰქონია“, – იტყობინება პრესსამსახური.

თერაპიის განყოფილებაში  ერთი კვირის ინტენსიური დაკვირვების შემდეგ, რაც გათვალისწინებულია კვლევის პროტოკოლით, პაციენტი გაწერილია და გადაიყვანილია ჰემატოლოგიური განყოფილების დღის საავადმყოფოში. პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოკვლევის შედეგებმა დაადასტურა ქალის ორგანიზმის სრული რეაქცია  თერაპიაზე და „უტეფრას“ უსაფრთხოება.

დღეისთვის სულ 60 პაციენტი იიღებს მონაწილეობას კვლევაში. პრეპარატის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მათ უნდა გაიარონ გამოკვლევები, გაიარონ სისხლის ანალიზი და მონაწილეობა მიიღონ ინსტრუმენტულ კვლევებში, რათა დადგინდეს ძირითადი დაავადების მდგომარეობა და რემისია.

შეგახსენებთ , რომ სისხლის ავთვისებიანი დაავადებების სამკურნალო რუსული CAR-T-უჯრედოვანი პრეპარატის „უტეფრას“ კლინიკური კვლევების დაწყება 2024 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი.

პრეპარატი განკუთვნილია B-უჯრედოვანი ავთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებების აგრესიული ფორმების სამკურნალოდ: ეს ძირითადად აღინიშნება დაავადების რეციდივის მქონე და სამკურნალო-იმუნური ტიპის პაციენტებში, რომელთა მკურნალობის ალტერნატიული ფორმები არ არსებობს.