ტრამპმა ქართულ ენჯეოებს “სველი დაადო”!

როგორც გამოცემა Associated Press იუწყება, ერთ-ერთი პირველი ბრძანებულება, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი – 90 დღით აჩერებს აშშ-დან ნებისმიერი ტიპის ფინანსურ დახმარებას საზღვარგარეთ არსებული ორგანიზაციების მიმართ, მანამ, სანამ არ მოხდება სრულყოფილი გადამოწმება ამ “ტრანშების” ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკურ მიზნებთან თანხვედრაში მოსვლის თვალსაზრისით.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, “არანაირი შემდგომი საერთაშორისო დახმარება აშშ-დან არ იქნება გაწეული იმგვარად, რომ არ იქნას მოყვანილი ამერიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან სრულ შესაბამისობაში”.
ვერც ჯო უილსონმა და ვერც ტრამპის ინაუგურაციაზე ქართული ოპოზიციის “წარმომადგენლობითმა” დელეგაციამ ვაშინგტონში ჩასვლის ძირითადი ამოცანა ვერ შეასრულა – ფული “არალი”.
ამ დღეებში საერთაშორისო (მათ შორის ქართველი) ხელგაშვილი მათხოვრების უპრეცედენტო ნაკადმა ამერიკაში, აიძულა ტრამპი სასწრაფო წესით სამი თვით მაინც შეეჩერებინა საკუთარი ეკონომიკის დამღუპველი, უცხო ქვეყნთა წურბელების შემნახველი პროგრამები.
ველოდებით ტრამპის გაპრეზიდენტობით “აღფრთოვანებული” პარტიებისა და “მესამე სექტორის” მხურვალე და ხანგრძლივ ტაშს ამასთან დაკავშირებით.