14 თებერვალი 2025

ბიძინა დაასანქცირეს: მაზოხიზმით დასველებული დასავლეთი

აშშ-მ საკუთარი სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დაადასტურა , რომ ბალტიისპირული ქვეყნების მსგავსად საქართველოს მარიონეტად ქცევის და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმის იძულება, მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რის არ შესრულების გამოც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

  • როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს“- წერია განცხადებაში .

ფაქტს სიხარულით ეგებება  ომის პარტია და მათი ბალტიისპირელი მარიონეტები:

  • ენტონი ბლინკენი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი( 2025 წლის 20 იანვრამდე):   აშშ ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის,
  • მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დრო მოვიდა, ივანიშვილმა ფასი გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის
  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი:  – როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული, მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკა
  • ვლადიმერ ზელენსკი , უკარინის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი:  მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის
  • ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი:  შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ
  • რასა იუკნევიჩიენე,  ევროპარლამენტარი:  – როგორც იქნა, აშშ ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! – ძვირფასო კაია კალას და მარტა კოს: დროა, ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ
  • მაიკლ მაკკოლი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე:  ( 2025 წლის 3 იანვრამდე) – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ
  • მარკო მიხელსონი , ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:  ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ
  • ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი:  – სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით საქართველოში არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა – ბიძინა ივანიშვილი  რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია
  • ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი:  – სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია – მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
  • პოლონელი ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი : სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა
  •  ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი :  სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია – მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.