გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციაში

ე.წ ოპოზიციაში დიდი დაპირისპირებაა, რაც ცესკოს მიერ პარტიების დაფინანსების განცხადებას მოყვა,
თამაშგარე მდგომარეობაში მხოლოდ ერთი სუბიექტი დარჩა,გვარამიას პარტია საკუთარი განცხადების საფუძველზე აღარ დაფინანსდება.
დანარჩენი ბარიერ გადალახული პარტიები ოფიციალურად მიიღებენ მათთვის განკუთვნილ თანხებს.
“თბილისი 24″ის ინფორმაციით ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთზე გადაბრალების რეჟიმში არიან, წყაროს ცნობით გვარამიამ ხაზარაძეს აგინა და დაემუქრა. ელენე ხოშტარიამ თინა ბოკუჩავას საცემრად მივარდა მათი გაშველებისას ზურა ჯაფარიძეს ქურთუკი შემოახიეს.
“ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს.
აი, მესმის”.წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ რომ, რამდენიმე საათის წინ ცესკომ განცხადება გაავრცელა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.