23 იანვარი 2025

ზურაბიშვილს ამერიკელი მფარველები მკაცრად დასჯიან , ისევე როგორც ევროპელებმა მიატოვეს და დასაჯეს მისი წინაპრები

მე აქედან გამოვალ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები. მე აქედან მიმაქვს ლეგიტიმურობა, მიმაქვს დროშა და მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა“- აცხადებს აღა-მაჰმად ხანის შემდეგ საქართველოს მტრად ქცეული მოყვარე , აშშ-ს სახ.დეპის აგენტი ზურაბიშვილი.
ისტორია მეორდება. სწორედ ასე გაიპარნენ 103 წლის წინ შენი წინაპრები და გაბოროტებულნი ნაცისტური გერმანიის მსახურებად იქცნენ.
მხოლოდ, დროშა არ იკმარეს და თან წაიღეს საქართველოს ეროვნული საგანძური და რომ არა სტალინის ფაქტობრივად მუქარა საფრანგეთის პრეზიდენტის დე-გოლის მიმართ, ბანკის საცავებში დაგირავებული საგანძურის დაბრუნების შესახებ, ქვეყენა სამუდამოდ დაკარგავდა მას.
არც მათ ჰქონიათ ქართველი ხალხის განსაკუთრებული ნდობა. 1921 წლის 15 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილების საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ტყვიებს ზუზუნქვეშ, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ სგანგებო სხდომაზე , ქვორუმის გარეშე დაამტკიცა საქართველოს კონსტიტუცია, რომლის სტამბურად არ გამოქვეყნებულა, ანუ ქვორულის გარეშე მიღებული კოსტიტუციაც კი ძალაში არ შესულა,ისე, რომ საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ 24 თებერვალს ღამე დედაქალაქი დატოვა.

უნდა ველოდოთ, რომ შესურულებელი დავალების შემდეგ, ზურაბიშვილს ამერიკელი მფარველები მკაცრად დასჯიან , ისევე როგორც ევროპელებმა მიატოვეს და დასაჯეს მისი წინაპრები.

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია