ვინ სჯის და ბლოკავს თემურ თათარაშვილს?
ვინ და რატომ ბლოკავს ხელისუფლების მხარდამჭერ მომღერალ თემურ თათარაშვილს? წელს სახალხო მომღერალი საახალწლო ღონისძიებბებში “უჩინარმა კულტურის განმგებლებმა” არ მიიწვიეს. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ბევრი ვერსია გავრცელდა. აღნიშნულ ბურუსით მოცულ ამბვს ია მეტრეველი ფეისბუქით გამოეხმაურა და კულტურის სფეროს მესვეურებს საჯაროდ მიმართა:
“-სოციალური ქსელებით შევიტყვე რომ თემურ თათარაშვილი არ არსად, საახალწლო კონცერტებზე არ არის მიწვეული, რის შესახებაც , გაკვირვებულმა ხალხმაც მომწერა , ხომ არ იცით რაშია საქმეო, მეც თვითონ ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან, თემურისნაირი მომღერლები თითზე ჩამოსათვლელი გვყავს და თან იმ დროს , როდესაც, ნაცების მომღერლებმა უარი განაცხადეს კონცერტებში მონაწილეობის მიღებაზე.
რატომ ხდება რომ თემურ თათარაშვილი არსად არ მიიწვიეს. ძალიან გული მწყდება და მინდა მივმართო მათ, ვისაც ეს საკითხი ეხება ,კულტურის სამინისტროდან დაწყებული , ხალხის მოთხოვნა გაითვალისწინონ და თემურს მისცენ საშუალება, კიდევ ერთხელ მოხიბლოს ხალხი, ახალი წლის საზეიმო დღეებში მისი მშვენიერი შესრულებით!
იმედია გავითვალისწინებთ ხალხის თხოვნას!
წერს ია მეტრეველი