ღმერთო, როდის გაიწმინდება ჩემი სამშობლო უსამშობლო და დედაატროვებული დოქსოპულოებისგან?!
ჩემი თბილისის ვარამი…
ჩემი სამშობლოს დედაქალაქი, ჩემი თბილისი, ყოველთვის იყო და იქნება თბილისი და ვერაფრით ვერ გადაიქცევა ბრიუსელად, ვაშინგტონად ან მოსკოვად!
… და აი, ამ მრავალეროვანი ქვეყანის დედაქალაქში მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელ მშობლიურ ენაზე დაილაპარაკებდა, ერთმანეთისა ყველას ყველაფერი გვესმოდა. შესაბამისად, ადვილი საცნობი იყო თბილისელი, ვინაიდან, ყველა ნაღდი თბილისელი არაერთ ენას ფლობდა საყველპუროდ, ყველა მათგანი უდიპლომო პოლიგლოტი იყო და იმ თბილისს უმღეროდა თავის ენაზე, რომელიც საკუთარი სამშობლოს დედაქალაქად ჰქონდა გულში ამოტვიფრული. ვინც იმ თბილისში ცხოვრობდა და მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული ერთი ან რამდენიმე ენა იცოდა, მაგრამ ქალაქური ენისა არაფერი გაეგებოდა, რაგინდ დიდი ენათმეცნიერი ან პოლიგლოტობის ნიჭით დაჯილოებული ყოფილიყო, „სირიკო ბალავანჩივაძე“ იყო მისი წოდება.
გამოხდა ხანი. ამასობაში გადავიარეთ ქარტეხილები. ნახევარი საუკუნის შემდეგ რომ ვადარებ იმ დროის საქართველოს დედაქალაქ თბილისსა და დღევანდელს, გული მტკივა _ დღეს ვხედავ ქალაქს, რომელიც ჩემს ქალაქს აღარ ჰგავს… ისეთი დღე გვაყარეს, რომ „ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებს ხორნაბუჯელი“…
„სირიკო ბალანჩივაძეები“ რომ თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ, ის დრო ჯობდაო იტყვი და, „კომუნისტური გადმონაშთი რუსეთუმე ხარო“ დაგესევიან ის ქვემორე ხელისმომწერები, ახლა რომ ჩამოვაგვირისტებ. ოღონდ, ამ უსამშობლოებს არ ვხედავდე, როგორ ცდილობენ, დამინგრიონ აქამდე სისხლით მოტანილი და ნაფოფინები ჩემი თბილისი და, მე _ ჯანდაბას, თუგინდ სულეიმან იბნ დაუდის უკანონო შვილი ვიყო!
ერთი საკვირველება დავაფიქსირე _ ბრბო, რომელიც თბილისს ანგრევს, წვავს და ამახინჯებს, წარწერებით იქნება, საღებავებით თუ კიდევ სხვა დასაძრახი საქციელით, მენტალურად არაქართველი და არათბილისელია;
არაქალაქელია ყველა, ვისაც აღრეული სექსუალური იდენტობის გამოფენის მოთხოვნილება აქვს _ როსტომ ხანის ჩამოყვანილი მეკურტუმე ბიჭების მიმდევრების რა მცოდნია!
არაქალაქელია ყველა ის ქალაქის თავკაცი, რომელმაც მწვანეში ჩაფლული თბილისი ბეტონის კონსტრუქციების ქალაქად მიქცია _ მუხრანის ხიდიდან „ტფილის-ქალაქის დარაჯი“, მამადავითი აღარ ჩანს…
თბილისელობა დაბადების ადგილის მიხედვით არ განისაზღვრება… კატამ ცინდლები გაზქურაში რომ დაყაროს, ისინი ვერასდროს გახდებიან ბისკვიტები…
„აგრესიული პროვინციალიზმი“!!!
დიახ, აგრესიული პროვინციალიზმი დააბიჯებს თბილისის ქუჩებში და ვისაც რაღაცანაირად შეფუთული ჰქონდა შინაგანი ტეტიაობა, ერთიანად იფეთქა დაგროვილი ბოღმის სახით, აზროვნებით პროვინციელის შურიანმა კომპლექსმა…
რა ქნას უწიგნურმა, მან ხომ არ იცის, რომ პროვინციალიზმი დაბადების ადგილის განმარტება კი არა, განუვითარებელ, პირველყოფილ ადამიანთან მიახლოებული აზროვნებაა…
საქართველო და მისი კულტურა სრულიად საქართველოზე იდგა ყოველთვის და არა კონკრეტულად თბილისში ან კონკრეტულად პროვინციაში დაბადებულებზე…
თბილისი, როგორც საქართველოს დედაქალაქი, ორგანიზმია, დაიბადა, გაიზარდა, სუნთქავს და ცოცხლობს,.. ის ვერ ითვისებს სხეულში ხიჭვს ტეტიას სახით, ორგანიზმიდან აუცილებლად იგდებს უცხო სხეულს. რაგინდ პარაზიტად ეტმასნოს თბილისის სხეულს უსამშობლო უგნური მავნებელი და მის დაზიანებაზე გაფაციცდეს, თბილისი მაინც ფენისქსივით აღდგება!!!
მას შემდეგ, რაც ვარან თანგ ხოსროიანმა დედაქალაქი არმაზიდან თბილისში გადმოიტანა და მისმა შვილმა დაჩიმ დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა, თბილისი 29-ჯერ გადაიწვა _ პირადად მე განსხვავებას ვერ ვხედავ თბილისის დამანგრევლებს შორის, ბუღა თურქი და უსამშობლო ქართველი ერთნაირი მტერია თბილისისა!
„თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში, ტაძრის ნაცვლად, მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალ ედ დინები, ჩინგიზ ხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე…“ _ ავსტრიელი მწერალი იყო ჰუგო ჰუპერტი, რუსთველოლოგი ამბობს ამას და როგორ არ გაგისკდება გული, როცა ქართველს ქართული აღარ ესმის, ქართველმა ქართული აღარ იცის, რადგან ქართველობის ერცხვინება, როგორც „გოიმური“ მოცემულობისა და უსამშობლოდ ქცეულს, ყურით მოთრეული სიტყვა აქვს მოსხმული მხრებზე _ „მსოფლიოს მოქალაქე!“
უეროვნებო „მსოფლიოს მოქალაქე“ რა მოსატანია, როცა, 200 000-ზე მეტი ეთნოსი და ენაა მკვდარი, მაგრამ საქართველო და ნაღდი ქართველები ისევ ისეთივე ქარველები ვართ, როგორც გენეტიკურად მოგვდგამს _ „რა უნდა მტანჯონ, მაწამონ, მაინც ვიქნები ქართველი!“ გვჭირს ნამდვილ ქართველებს…
ვგლოვობ, მაგრამ არ გამომიგლოვია ის პრუსიული განათლების სისტემა, რომლითაც ის, უსამშობლოებისთვის დასაცინი თაობები გავიზარდეთ, დღემდე რომ შემცვლელი არ გვყავს და ისევ ჩვენ ვზიდავთ მხრებით საქართველოს ვარამს…
ძალიან „წინწასულ“ შიგ ევროპაში მიმავლებს, ე. წ. პეროგარჭობილებს საქართველოს სიყვარულს ვერ ასწავლი, რადგან „სამშობლო“ და „პატრიოტიზმი“ სანაგვეზე მოსასროლ მოძველებული ცნებებად გამოუცხადა წლების წინ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ და უფრო ძლიერ ჩაახუტა საქართველო საქართველოს განათლების სისტემიდან ამოსაძირკვ „ბოლონიის პროცესს“ _ ეს არის თავი და თავი ქართველი ახალგაზრდების უწიგნურობისა და მისგან გამომდინარე გამოთაყვანებისა, უსამშობლოდ მათი ქცევისა….
ერთ-ერთი მოწინავეები ვიყავით მსოფლიოში განათლების დონით და ახლა, ქართველები, წაკითხულიდან აზრის გამოტანის ინდექსით 81 ქვეყნიდან 67-ე ადგილზე ვართ _ წაკითხულიდან აზრის გამოტანით! _ ეს კატასტროფაა!!!
აზრი რომ ვერ გამოაქვთ, იმიტომ არიან ადვილი სამართავები!
ვუყურებ ამ დადგმულ ბაკქანალიას და მისი დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: რას აპროტესტებენ?
ძალზე გარკვევით თქვა გიორგი გახარიამ: „საჩვენოდ 20 იანვრამდე არაფერი შეიცვლება _ ან მანამდე ვახდენთ რევოლუციას, ან აზრი არა აქვს არაფერს!“
იმას აპროტესტებენ? რომ გახარიას, რომელსაც თავადვე დაარქვეს „თვალთხარია“, რევოლუციის მოწყობის საშუალებას არ აძლევს ხალხი, რომელმაც შეკვეთა მისცა თავის არჩეულ ხელისუფლებას, მშვიდობა განმიმტკიცე ჩემს გარშემოო?
რას აპროტესტებენ? აშშ-სთან ურთიერთობის გაჯანსაღებას და, სავარაუდოდ, მართლაც მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობის დამყარების პერსპექტივას?
ევროპასთან ღირსებით გაერთიანების მოთხოვნას?
არ არის უსაშველო ეს „ავადობა“, განკურნებადია, ექვემდებარება მკურნალობას…
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2022 წლის მონაცემებია, მაგრამ რა, მომდევნო წლების უარესი თუ არა, უკეთესი ვერაფრით იქნება. 81 ქვეყანას შორის მე-60, 66-ე და 67-ე ადგილები საქართველოსთვის, ჩემთვის ისეთი ლახვარია, თითქმის რეალურს უტოლდება.
წლების წინ დავიწყე გაზეთის ფურცლებიდან ბრძოლა ყველაფრის „გაციფრების“ წინააღმდეგ, მაგრამ ვერავის გავაგონე, არავინ ამყვა და დავრჩი „უდაბნოში მღაღადებლად“…
ახლა, ბოლო ორი წელია, შეუჩერებლად გავყვირი ერთსა და იმავეს, რომ არაფერი ეშველება საქართველოში ახალგაზრდების გამოთაყვანებას მანამ, სანამ საქართველო არ ჩაეხსნება „ბოლონიის პროცესს“ და სანამ არ დაუბრუნდება განათლების იმ პრუსიულ სისტემას, რომელიც კარგად აპრობირებულია და მის შედეგს დღემდე ვხედავთ _ მაინც არავის ესმის.
ძველი ანეკდოტია _ ერთი ბორდელის მეპატრონე მეორეს ეკითხება, რანაირად ახერხებ, რომ მუდმივად გყავს კლიენტურაო? იმან უპასუხა: პაპაჩემისგან ვისწავლე, _ საქმე რომ შეფერხდება, ცალკე ლოგინებს დავარიხინებ, ცალკე ბოზებს ვცვლიო.
ჩვენს განათლების სისტემაში კი ისეთი უძრაობაა, არც რიხინის ხმა ისმის, არც წივილ-კივილისა, მინისტრების ცვლილებას კი რა აზრი აქვს, თუ კარზე ჩამოკიდებულ აბრაზე წარწერაა: „არ მუშაობს!“
ახალი წიგნის (ნაბეჭდი პროდუქციის) სუნი თუ ვერ იგრძნო ბავშვმა და იგრძნო, მაგრამ არ მოეწონა, ის წიგნს გაექცევა, მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ თუ შეიყვარებს წიგნს, ისიც, კარგი აღმზრდელის სწორი მიდგომით…
მე ჩვენსას ვტირი, თორემ იგივეს მოსთქვამს ნაკითხი ევროპაც. შვედური განათლების სისტემა ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა ევროპაში, მაგრამ „გაციფრულებამ“ საგანმანათლებლო სისტემა პირქვე დასცა, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წერა აღარ შეუძლიათ, მაგრამ ელვისებურად კრეფენ ტექსტებს კლავიატურაზე. იგივე სურათი და იგივე პრობლემებია მთელ ძალზე „წინ წასულ ევროპაში.“ ახლა ისინი გონზე მოდიან, მაგრამ „ჩვენები“ როდის მოვლენ გონზე?
ტექნიკის უმნიშვნელო წინსვლამ, სულიერი არსებები აქცია ნივთებად. არ არსებობდა სმარტფონ-აიფონ-ანდროიდ-ინტერნეტი, შესაბამისად, არ არსებობდა სოცქსელები და მისგან გამომდინარე არავითარი სტრიმები, ბლოგები და ბლოგერები, ინფლუენსერები და ა. შ. ბევრი ის უბედურება, რამაც არასწორად განავითარა მოზარდი. დაეკარგათ ბავშვებს ბავშვობა, სილაღე, თავისუფლება და იქცნენ იმ არაკაცების ლუკმად, როგორიც, მაგალითად, არაკაცი გიორგი ვაშაძე და მისი ხორციელი თუ სულიერი ძმები არიან, გნებავთ, ანა დოლიძე და მისი დიდან დაწყებული დები.
გრიგოლ ვაშაძე რომ ნაძირალაა და მასზე არანაკლები რომ არიან სხვები, ეს კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ ისე გადააგვარეს მათ მუჭში მომწყვდეული ახალგაზრდები, ერთს არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, რას ჰქვია, დედაჩემს ვუთხრა, მრცხვენია, რომ შენი შვილი ვარ, შენი დედა კი მოვ***ნო და არ მიუნგრია ცხვირ-პირი!..
არცერთი იქ მდგომი დედა არ გამოენთო ვაშაძისთვის ენის ამოსაძრობად…
დოქსოპულოებს დედა არ ჰყავთ… არც მამა… ბებია-ბაბუები კი ის წინაპრები არიან, „ბებრუხანები“ რომ ჰქვიათ და მათ „სასარგებლო სიკვდილზე“ ოცნებობენ ჯენზი შვილიშვილები, ერთნი _ აქციების დაშლის დროს, მეორენი _ ზოგადად, მოძველებული შეხედულებების გამო, რადგან თურმე მანამდე არაფერი ეშველებათ…
დოქსოპულოების დამყრელები დედები არ არიან…
დოქსოპულოების დამყრელებს არ ეცალათ, „დედების მარში“ ჰქონდათ გასაფორმებელი, სახელად _ „ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!“
ამათი დაგდებული შვილები სხვანაირები ვერც გამოვიდოდნენ _ დედა არა მამა!..
დედებს ფიზიკურად ერევიან და კლავენ, მამებთან ცოტა უჭირთ, მაგრამ თუ არ შემოაკვდათ, დუმაში მაინც ჭრიან…
ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ნაძვის ხის ანთებაზე დასასწრებად მისულ ბავშვს ქვა მოხვდა „მშვიდობიანი უსამშლობლოსგან“. ის საწინააღმდეგო მხარეს მდგომი დედის შვილი იყო, მას არ ეხებოდა „ხელი გაუშვით, ჩემი შვილია“, ისევე, როგორც „მტრები და მტრების შვილები“ არიან დამწვარი და სხვადასხვა დაზიანებებით სამკურალო დაწესებულებებში მოთავსებული სამართალდამცავები _ ეს ყველაფერი კი პროვოცირებულია იმ უსამშობლო დედის მიერ, საკუთარი შვილების დროებითი კეთილდღეობის სანაცვლოდ საქართველო და ქართველები რომ გაყიდა; იმ თავმოყვარეობაუქონელი ნაცისტების ანასხლეტისა, გაცვეთილი ენა-პირით რომ არის ჩაბღაუჭებული საქართველოს პრეზიდენტის სავარძელს.
არ აანთო ე. წ. მთავარი ნაძვისხე თბილისის მერმა –14 დეკემბერს რუსთაველის პროსპექტზე „კავკასიური ცარცის წრე“ გათამაშდა, დედა-გრუშემ ბავშვი-საქართველო გასაგლეჯად არ გაიმეტა…
როდემდე ვითმინოთ?
ღმერთო, როდის გაიწმინდება ჩემი სამშობლო უსამშობლო და დედაატროვებული დოქსოპულოებისგან?!
“საერთო გაზეთი”
მაია ჭელიძე