14 თებერვალი 2025

კონგრესმენი-ივანიშვილზე: “მარიონეტების ოსტატი”, “ქართველი ხალხის მჩაგვერლი”

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ( 2025 წლის 3 იანვრამდე) , მაიკლ მაკკოლი ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფს, მას “ქართველი ხალხის მჩაგვერლს” და “მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატს’ უწოდებს და მის წინააღმდეგ “მნიშვნელოვანი სანქციების” დაწესებას მოითხოვს.

თუმც, არავის ახსოვს სტაჟიანი კონგრესმენის აღშფოთება სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების გამო!

  • „ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა.
  • ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის თქმის გამო“, – წერს კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.

საინტერსეოა, რატომ არ მიმართავს თხოვნით ტეხასელი მაფიოზი მაკკოლი საკუთარი პარტიის თავმჯდომარეს და არჩეულ პრეზიდენტს ტრამპს ?