სარა ვაგენკნეხტი: უკრაინის ომში დამნაშავე დასავლეთია
გერმანული პარტიის “ვაგენკნეხტის ალიანსი – მიზეზი და სამართლიანობა” ლიდერი სარა ვაგენკნეხტი განაგრძობს უკრაინის კონფლიქტში დასავლეთს დადანაშაულებას და აცხადებს, რომ მას არ სჯეროდა რუსეთის შეჭრის უკრაინაში. ვაგენკნეხტი შეცდომაში გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურს ( BND) ადანაშაულებს.
- ”ამ ომის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მეტი ყურადღება რომ მიექცეოდა რუსეთის წითელი ხაზების არ გადაკვეთას”, – თქვა ვაგენკნეხტმა ZDF-ის “heute journal”-თან ინტერვიუში .
- „მათ არ უნდათ დასავლური არმია, მათ არ უნდათ ჰქონდეთ აშშ-ს სამხედრო მექანიზმები თავიანთ საზღვარზე, წითელი ხაზები ურთიერთობაში ყოველთვის იყო. თუმცა, ეს „ხაზები“ მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაიკვეთა, როდესაც შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდნენ. მე ვგმობ ამ ომს”, – თქვა პოლიტიკოსმა ZDF-თან ინტერვიუში.
ომის დაწყებიდან ვაგენკნეხტი მკვეთრად აკრიტიკებდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
ასევე, ის და მისი პარტია არ ითხოვენ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას.