ვნახოთ სად გაგარძელებს ცხოვრებას გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ!
![](https://tb24.ge/wp-content/uploads/2024/12/7766666.png)
პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს და იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილს ეყოფა გონიერება არ ჩაიდინოს დანაშაული.
” 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ სად გაგარძელებს ცხოვრებას გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში , ამ შემთხვევაშიც ესეც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდნეტის რეზიდენციაში, აცხადებს პრემიერი.