“გენერალი” დეკანოიძე პრეზიდენტზე: უდიპლომო,უწიგნური რუსეთუმე

ავაკოვის ნათრევი გენერალი ხატია დეკანოიძე საქართველოს არჩეულ პრეიზდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართულ ჯარს შეურაცხყოფს. ხატია სექტისთვის ახალ ტერმინს ” უდიპლომო პრორუსს” ამკვიდრებს.
დეკანოიძე ღრამად არის დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი, ფიცის დასადებად “ჯარს ძალით გამოიყვანს” და გენერალიტეტს “დაფიქრებისკენ მოუწოდებს”
- „წარმოდგენაც კი არ შემიძლია იმ ოფიცრების და გენერალიტეტის, რომელიც ყაველაშვილს დაუდგება და ფიცს ჩააბარებს – არალეგიტიმურ ადამიანს, რომელიც არის ღიად გამოცხადებული პრორუსი, რომელიც აგინებს და აფურთხებს ქვეყანას, რომელზეცაა დამოკიდებული ტრენინგი, წვრთნა, განათლება, შეიარაღება. „ქართულ ოცნებას“ რა წარმოუდგენია, რომ ყველაფრის დამცირება შეიძლება და ყაველაშვილმა ჩვენი თავდაცვის ძალების ფიცი უნდა ჩაიბაროს? – ამაზე იფიქრონ ჩვენმა გენერლებმა.
- ეს მაფიქრებს მე, რომ რამხელა მნიშვნელობის სიმბოლოა საფრთხის ქვეშ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ძალით გამოიყვანოს ჯარი და ფიცი დაადებინოს იმ ადამიანის წინაშე, რომელსაც არა თუ ლეგიტიმაცია არ აქვს, არამედ არის გათლების გარეშე, უდიპლომო, რუსეთუმე.
- პარლამენტში რომ ვუყურებდი, გინება, შეურაცხყოფა, ფურთხება, ყველაფერი ამის სიმბოლო იყო ეს ადამიანი მთელი წლების განმავლობაში.
- უწიგნური, რომელიც ამბობს, რომ „სამშობლოს ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება“, ჯართან როგორ უნდა დადგეს?“, – განაცხადა გენერალმა ხატიამ.
ძალიან გამწარებულხარ, შვილო, ხატია!