„ქართული ოცნება“ ქართველებს აგრესორების ღერძისკენ მიათრევს
„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანია შეარყიონ დემოკრატიული მსოფლიო წესრიგი.
- „თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ძალაუფლების მიტაცებაში, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა“, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.