მიბაძეთ სამხრეთ კორეას, დააპატიმრეთ ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი!
სამხრეთ კორეის მოქმედ პრეზიდენტს იუნ სუკ იოლს, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევისათვის სამართლებრივი პროცედურები ემუქრება.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, სადაც მას ბრალად ედება სახელმწიფოს ღალატის და საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო. პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები „კონსტიტუციური წესრიგის დაცვისკენ იყო მიმართული“ .
მიმდინარე წლის დეკემბერში სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს. პარლამენტმა პრეზიდენტის ქმედება – კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.
იმპიჩმენტის მხარდამჭერი კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი დროებით გათავისუფლდა თანამდებობიდან. მის მოვალეობებს პრემიერ-მინისტრი ჰან დოკ-სუ ასრულებს .
სამხრეთ კორეა თანამედროვე, დემოკრატიული და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
სამხრეთ კორეის ისტორიაში სულ 18 პრეზიდენტიდან, რამდენიმე ყოფილი პრეზიდენტი გასამართლდა სხვადასხვა დანაშაულისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტრი, რომ სამხრეთ კორეა ისტორიაში იყო პირველი , რომელმაც ქალი პრეზიდენტი გაასამართლა.
პარკ გინ-ჰე (Park Geun-hye) – 2013-2017 წლებში პრეზიდენტი 2017 წელს თანამდებობიდან გადააყენეს იმპიჩმენტის გზით და მოგვიანებით გასამართლდა კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. პარკ გინ-ჰე 2021 წელს შეიწყალეს.
ასევე გასამართლებულ იქნენ:
1. ჩუნ დუ-ჰვანი (Chun Doo-hwan) – 1980-1988 წლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი. გასამართლდა კორუფციისთვის და 1979-1980 წლებში სამოქალაქო აჯანყებების დროს ძალადობის გამოყენებისთვის. თავდაპირველად მიესაჯა სიკვდილი, თუმცა შემდეგ სასჯელი შეუმსუბუქდა და ციხიდან შეიწყალეს.
2. რო ტე-ვუ (Roh Tae-woo) – 1988-1993 წლებში პრეზიდენტი. ჩუნ დუ-ჰვანთან ერთად გასამართლდა კორუფციისა და სახელმწიფო ფონდების მითვისებისთვის. ისიც შეიწყალეს გარკვეული დროის შემდეგ.
3. ლი მიონ-ბაკი (Lee Myung-bak) – 2008-2013 წლებში პრეზიდენტი. გასამართლდა კორუფციისა და ქრთამის მიღებისთვის. მიესაჯა 17 წელი, თუმცა მოგვიანებით ეს ვადა შემცირდა. 2022 წელს ისიც შეიწყალეს.
საქართველოს ხელისუფლებავ, ქაჯებს მუქარის არ ეშინიათ, მიბაძეთ სამხრეთ კორეას, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე გაეცით ორდერი და დააპატიმრეთ ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი!