ამერიკელი ძაღლისშვილები!
ამერიკული ორმაგი სტანდარტები – ” ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილი”
სირიის ახალი დე-ფაქტო ლიდერი – აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი (იგივე აბუ მუჰამედ ალ-გოლანი),ნამდვილი სახელი — აჰმედ ჰუსეინ ალ-შარა, ამერიკისთვის პირველი ძაღლისშვილი არაა, ვისაც ისინი მფარველობენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ-ჯულანი 2013 წლის მაისში „განსაკუთრებულად საშიში ტერორისტების“ სიაში შეიყვანა ,ხოლო ოთხი წლის შემდეგ მასზე ჯილდო- 10 მილიონი დოლარის ოდენობით დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაჭერას შუწყობდა ხელს.
- სირიელი ისლამისტი, სირიაში ჯიჰადისტური მოძრაობის ლიდერი ალ-ჯულანი 2017 წლიდან მსახურობდა სუნიტური ისლამისტური პროთურქული ტერორისტული ორგანიზაცია თაჰრირ აშ-შამის ემირად.
- 2016 წელს ალ-ქაიდასთან კავშირის გაწყვეტამდე, ჯულანი იყო ტერორისტული ორგანიზაციის ან-ნუსრას ფრონტის ალ-კაიდას ყოფილი სირიული ფილიალის ემირი.
- მონაწილეობდა ერაყის ომში ერაყის ისლამური სახელმწიფოს მხარეზე.
რა გასაკვირია, რომ იგივე ამერიკა, რომელიც დღეს ალ-ჯულანს “სიარიაში დემოკრატიის შუქურად” მოიხსენიებს , საქართველოს ხელისუფლებისგან ქართველი (!) ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს.
ალ- ჯულანამდე ამერიკელებმა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ,მსოფლიოში მრავალი დიქტატორული რეჟიმი შექმნეს და ასაზრდოეს.
მათი გაგებით, დამონებული ქვეყნებისათვის არ არსეობს ტერმინი “ეროვნული ინეტრესები.”
ისინი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ და ასრულებდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტივებს და მითითებებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე ხელშეწყობით ისინი “დემოკრატიის სახელით” დამხობილ იქნებიან, მათივე გამოზრდილი ე.წ. ენჯეოების, მსუყედ ნაკვები უსამშობლო “არასამთავრობო ორგანიზაციების” ლეკვების მიერ.
მსგავსი რამ ხდება დღეს საქართველოშიც.
ამერიკელებს საერთოდ ფეხზე ჰკიდიათ ქართველი ხალხი და “დემორატიის ხარისხი” ჩვენს ქვეყანში. დღევანდელ ვითარებას პირდაპირ შეიძლება ეწოდოს აშშ-ს და კოლექტიური დასავლეთის ღია ომი საქართველოს წინააღმდეგ!
დიახ, როგორც სხვაგან, საქართველოშიც მათი მიზანი ერთადერთია: ჰყავდეს მორჩილი და მართვადი ხელისუფლება, რომელსაც როგორც სათამაშო იარაღს ისე გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების დასასუსტებლად.
- მათი დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური, ღია ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში,
- მოძალადე ოპოზიციის მხარდამჭერი საპარლამენტო დესანტები,
- ის ქმედება,რასაც დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, უაზრო, არაფრისმომცემი სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი იძულება ჩაერთოს ღია ომში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ- მსგავსს ვერც ერთი ” რბილი რუსული ძალა ” ვერ შეძლებდა, გაეღიზიანებინა, ნეგატიურად განეწყო ადამიანები დასავლეთის და მათ ე.წ. ღირებულებების წინააღმდეგ!