14 თებერვალი 2025

“შეფასდება მიღწეული პროგრესი”- რას დაპირდა ივანიშვილი მაკრონს?

 საფრანგეთის  ხელისუფლებაშერყეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოკეანისგაღმა პატრონების დავალებით  , საქართველოს  “არალეგიტიმური” მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და “რუს ოლიგარქს” ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა  და საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ერთ საათს ესაუბრა.

მაკრონის თქმით, ის  „ ღრმად წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო“ და ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილს გამოთქვამს.

 ბიძინა ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და „შეფასდება მიღწეული პროგრესი“-  ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.