ე.წ. ოპოზიცია თავად შემოუძღვება რუსის ჯარს საქართველოში!

როგორ იქნება “არალეგიტიმური მთავრობის” მიერ დანიშნული არჩევნები ლეგიტიმური?!
საქართველოს ჰყავს კანონიერად არჩეული პარლამენტი და მალე ეყოლება კანონიერად არჩეული ახალი პრეზიდენტი!
არანაირი ახალი თუ განმეორებითი ( აქაც ვერ ჩამოყალიბებულან!) ქვეყანაში არ ჩატარდება, არავის ეშინია თქვენი ქუჩებში აღმა- დაღმა, წოწიალის.
არანაირი რევოლუცია სახელმწიფოში არ და ვერ იქნება!
ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილი ბიო მასა, ე. წ. ოპოზიცია, რომელიც იარაღად მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვების გრძნობებზე თამაში და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მოტრფიალე ” საზოგადოების” თანადგომა დარჩენია, იმდენს იზამს, რომ , ღმერთმა არ ქნას, ბოლო სერიაში თავად შემოუძღვება რუსის ჯარს საქართველოში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებს ნიშნავს მთავრობა, ხოლო არჩევნების ჩატარების კონკრეტულ თარიღს, კონსტიტუციურ ვადებში საზღვრავს ქვეყნის პრეზიდენტი.
მე-5 კოლონის ლიდერთა თქმით, მთავრობა, ისევე როგორც პრემიერი, არჩეული პარლამენტი- არალეგიტიმურია,სასამართლო – უკანონო.
ერთადერთი ლეგიტიმური მხოლოდ პრეზიდენტად წოდებული პარიზელი კურტიზანია, რომელსაც 29-ში , როგორც დაპირდნენ. “სკამიანად გამოიტანენ” საპრეზიდენტო სასახლიდან.
ისმის ლოგიკური კითხვა: თუ, ყველა “არალეგიტიმურია”, რანაირად იქნება ამ არალეგიტიმური მთავრობის ან არალეგიტიმური პრემიერის მიერ დანიშნული არჩევნები ლეგიტიმური?!
თავადვე, აბსურდის თეატრში ეხვევით!
ხელახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთ ვითარებაში შეიძლება დაინიშნოს: თუ, საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრი, ანუ “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატი უარს იტყვის მანდატზე, ან / და წარმოიქმნება კვირუმის არ არსებობის საკითხი.
ორი კვირაა , თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ისე, რომ ელემენტარულად სწორად ფორმულირებული მოთხოვნა არ დაყენებულა და ვერც ვერავინ ბედავს საკუთარ თავზე აიღოს ძალადობრივი “აქცია- სეირნობის ” ლიდერობა.
არც არის გასაკვირი, რადგან, მათ მიერ დასახული ” პიტარდების რევოლუციის” გეგმა როგორც მრავალჯერ ითქვა მსხვერპლზე გადის, რაც პირველ რიგში ლიდერების პასუხიმგებლობის საკითხს წარმოშობს.
ამიტომაცაა, რომ კულისებიდან ბრძანებების გაცემა ურჩევნიათ, საკუთარ პასუხისმგებლობას და ერთი კაცმაცუნასავით – ჯაგრისით საკნის ხეხვას!
ღმერთმა დაიფაროს და, რაც არ უნდა გაითამაშოთ მსხვერლთშეწირვის მიზანსცენა, უკვე გაშიფრულები ხართ და საზოგადოების აღშფოთების ხარისხი, რასაც თქვენ იმედოვნებთ, ისეთივე ფუჭი იქნება, როგორც თქვენს მიერ დადგმული , ჟურნალისტებზე გათამაშებული თავდასხმა.
ვერავის დააჯერებთ, თქვენი ” გულწრფელი” თითქოს და ‘სპონტანური სახალხო პროტესტებით” , რაც არ უნდა ეცადოთ, პასუხისმგებლობა საპროტესტო აქციებზე განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე ეკისრება ოთხი, ე. წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, უსამშობლო დამსმენებს.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია
