ФСБ მოსკოვში დავით კეზერაშვილის ქოლ-ცენტრში შეიჭრა (ვიდეო)

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (ФСБ) ავრცელებს ვიდეოს, სადაც რუსეთის ფედერაციაში თაღლითური ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის მუშაობაა ასახული.
ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შედიან უსაფრთხოების ძალები ერთ-ერთ საოფისე შენობაში, აკავებენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, ამოწმებენ სამუშაო ადგილებს, ეცნობიათ კომპიუტერულ და დოკუმენტურ ინფორმაციას.
ФСБ- ს ცნობით ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელი რუსეთში,საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, Milton Group-ის დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს ეკუთვნის.
უსაფრთხოების ძალებმა თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის რუსეთის ოფისების 11 მენეჯერი და თანამშრომელი დააკავა .მათი მონაცემებით, 50-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გახდა ამ ქსელის საქმიანობის მსხვერპლი.
2022 წელს, ქსელის ლიდერებმა,უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მითითებით, ანონიმური შეტყობინებები გაუგზავნეს რუსეთში სავარაუდო ტერაქტების მომზადების შესახებ.
დაკავებულია ასევე ისრაელისა და უკრაინის მოქალაქე იაკოვ კესელმანი, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელს მართავდა. ისრაელისა და საქართველოს მოქალაქე დავით თოდვაზე ძებნაა გამოცხადებული.