Anadolu: საქართველო და რუსეთი ემზადებიან საელჩოების გახსნისათვის
ბოლო წლებში კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვალა. ამას ხელი შეუწყო როგორც ყარაბაღის ომმა, ისე უკრაინის კონფლიქტმა.საქართველომ გაკვეთილი ისწავლა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან.საქართველომ არა მხოლოდ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, არამედ თანდათან ცდილობს გააფართოოს კონტაქტები რუსეთთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ვაჭრობა და მხარეები ემზადებიან მუშაობის საელჩოების გახსნის და საქმიანობის განახლებისთვის, წერს გავლენიანი თურქული გამოცემა– Anadolu.
- “საქართველომ მიიღო რეალური დარტყმა დასავლეთისგან, რადგან მან ვერ შეძლო რაიმე პროგრესის მიღწევა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ეჭვგარეშეა, ევროკავშირსაც და ნატოსაც არ სურთ თავიანთ რიგებში მიიღონ ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის გარდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი სავსეა სხვა უთანხმოებებით, ისეთივე როგორიც თურქეთის ევროინტეგრაცია.
- მეტიც, საქართველომ გაკვეთილი ისწავლა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან. ალბათ, ახლა თბილისში სვამენ კითხვას: რატომ არ გაუწია დასავლეთმა საქართველოს ისეთივე მხარდაჭერა 2008 წელს, როგორიც უკრაინას? ფაქტია, რომ ბოლო მოვლენების ფონზე, საქართველომ არა მხოლოდ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, არამედ თანდათან ცდილობს გააფართოოს კონტაქტები რუსეთთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ვაჭრობა და მხარეები ემზადებიან მუშაობის საელჩოების გახსნის და საქმიანობის განახლებისთვის.
- საქართველოს არ ჰყავს არც თურქეთი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მას რთულ ვითარებაში, როგორც უწევს აზერბაიჯანს და არც ისეთი მხარდამჭერი, როგორიც ევროკავშირია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, თუნდაც ეს ბრიუსელის ინტერესებში იყოს. ეს მოითხოვს საქართველოს გადახედოს სტრატეგიას და გაატაროს უფრო დაბალანსებული პოლიტიკა”.