23 იანვარი 2025

ამაზრზენი დედაკაცი სპეცრაზმელების სიის გასაჯაროებით აღტკინებულია

მედიად წოდებული  დანაშაულებრივი დაჯგუფების “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ  სპეცრაზმელების სიას, ე.წ. პრეზიდენტი (მ/წლის 29 დეკემბრამდე ) ეხმაურება და წერს, რომ  „ამ სიის მოპოვება  ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს მორალურ წნეხს“.

თუმც, მოქალაქეთა შორის  შესაძლო  დაპირისპირებით და  ანგარიშსწორებით შეშინებული იქვე თავს იზღვევს, დირექტივას იძლევა და წერს, რომ  „ ეს არ უნდა არავითარ შემთხვევაში გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში !“

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  რომ  სპეც. რაზმელების  გვარ-სახელებითი სიის გამოქვეყნება  არის სისხლის სამრთლის კოდექსის 145-ე მუხლით დასჯადი ქმედება, ხოლო ამის ჩამდენი არღვევს სახელმწიფო საიდუმლოების  შენახვის წესს, რომელიც თავის მხრივ საქ. სსკ. 320-ე მუხლით დასჯადი ქმედება და მოვუწოდებთ შესაბამისი სამართლებრივი  რეაგირებისკენ.