ზახაროვა – ზელენსკის პაუხობს: მასხარამ მოსამართლის მანტია მოირგო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მწვავედ გამოეხმაურა კიევის რეჟიმის მეთაურის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას თბილისში „პროტესტების დარბევისთვის“ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ. დიპლომატის თქმით, მასხარამ მოსამართლის თამაში გადაწყვიტა.
- „დეგენერატმა, რომელმაც თავისი ხალხი გაანადგურა, მოსამართლის როლის თამაში გადაწყვიტა. ან, იქნებ გაბოროტებულია იმისთვის, რომ საქართველომ იპოვა ძალა, უარი ეთქვა უკრაინულ სცენარზე?“ – დაწერა ზახაროვამ ტელეგრამის არხზე.