14 თებერვალი 2025

პოლიციელებო, მებრძოლებო, სპეცრაზმელებო,კარგად მესმის ბიჭებო თქვენი.. გული არ გაიტეხოთ!

პოლიციელებო, მებრძოლებო, სპეცრაზმელებო,

რასაც ჩვენ, გუშინ, დღეს რუსთაველის გამზირზე ვუყურებთ, ეს არის სახადი, ერისთვითგაწმენდის პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო!

ქართული ანდაზის არ იყოს – ჭირმა თავი არ დამალაო..

სამწუხაროდ, “სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ‘ საფარქვეშ კანონის ძალით უმეცარ, უზრდელ ბრბოს ვაძლევთ უფლებას შეურაცხყოს, ლანძღოს,აგინოს, ცილისწამოს- “რუსები ” ეძახოს ადამიანებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ საჭირო რომ გახდეს , ისინი, ჩვენ ყველა ერთად, საქართველო უნდა დაიცვან იარაღით ხელში, მათგან, ვისეთუმეობაშიც წამებენ ცილს. ვის წინააღმდეგაც ბევრი მათგანი არაერთგზის იბრძოდა ცხინვალში, აფხაზეთში…

მოძალადე, გაუზრდელი ბრბო კი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია, რომელსაც თითქოს და ” მომავალს ართმევენ” , სადღაც დედიკოს კალთის ქვეშ დაიმალება ან გირჩის გასაბერი ეკლესიის მსახურის საბუთს წარადგენს ომში წასვლისგან თავის დასახსნელად.

კარგად მესმის ბიჭებო თქვენი.. გული არ გაიტეხოთ!

მაგინებელი თაობა ჩანასახშივე მკვდარია ,დაცლილია ყოველგვარი ადამიანობის , ზნეობისაგან ,ეროვნულობისგან.დარობოტებული, ციფრული, გაყინული, ბევრი მათგანი ალბათ ადამიანს ისე მოკლას, თვალს არ დაახამხამებს, მაგრამ საქართველო ისინი არ არიან!

რადგან რუსეთი ვახსენე, ეს , ის რუსული “Расходный Материал “-ია, რომელსაც თუ დასცალდათ დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ იგივე ლიდერები და შემდეგ სანაგვეზე მოისვრიან.

საქართველოს მომავალი სწორედ თქვენი, ჩვენი შვილებია, რომლებსაც გააჩნიათ საღი აზროვნების უნარი და არავის დაძახილზე , დაკრულზე, არ იცეკვებენ,რომლებმაც იციან უფროსის პატივისცემა,აქვთ უფლის რწმენა,გონებით და გულით უყვართ სამშობლო და ბრმად არ ასდევენ ვიღაცის ხუშტურს , ბრძანებას , თავი შესწირონ მათ ბინძურ პოლიტიკურ ინტერესებს.

გაგაძლიეროთ, უფალი გფარავდეთ თქვენ და მთელს საქართველოს!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია