14 თებერვალი 2025

ცრუ დასმენისათვის სალომე ზურაბიშვილი დასაკავებელია!

საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი France Inter-თან ინტერვიუში საქართველოს პოლიციას შეურაცხყოფს და აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების ძალები, რომლებიც რ უ ს უ ლ რეპრესიებს ახორციელებენ ნარკოტიკული ნივთიერებების „ამფეტამინის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

  • „დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა.
  • მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს,“ – განაცხადა ალქაჯმა ზურაბიშვილმა.

ე.წ. პრეზიდენტის მიერ გაჟერებული ბრალდება შეიცავს სისხლის სამართლის აშკარა ნიშნებს, რომლიც გათვალისიწნებულია საქ.სსკ-ის 373-ე მუხლით, “დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა”, რომელიც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ორიდან ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ხოლო, იგივე ქმედება, თუ მას თან ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.