თვალთხარია მოქალაქეებს პოლიციაზე თავდასხმის და დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი, რუსეთის ყოფილი მოქალაქე გიორგი გახარია გამოგონილი, აბსურდული მოტივით ძალადობრივი აქციის მონაწილეებს დანაშაულის ჩადენისკენ პროვოცირებს და პოლიციაზე თავდასხმისკენ მოუწოდებს.
ეს სხვა არაფერია , თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება „დანაშაულის პროვოკაცია“, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომელიც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
- „ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს ,
- – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები,– ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, საზოგადოებაში „თვალთხარიად“ ცნობილმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.