7 დეკემბერი 2024

ნამდვილი წითელი ხაზები გავლებულია: პუტინი დასავლეთს აფრთხილებს!

რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინა: რა შეცვალა ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებამ და რატომ არის ეს ბოლო გაფრთხილება

ვლადიმერ პუტინმა საკუთარი განკარგულებით დაამტკიცა რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინა. პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით ბირთვული შეკავების პოლიტიკაში ცვლილებები ნაკარნახევი იყო პოლიტიკური სიტუაციით.

დასავლეთმა შესაძლოა ეს ბოლო გაფრთხილებად მიიჩნიოს. ნამდვილი წითელი ხაზები გავლებულია. აშშ-ს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის  შორი რადიუსის დისტანციური რაკეტების დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს საპასუხო ბირთვული დარტყმა.

რუსეთის ფედერაციის ახალი ბირთვული დოქტრინის ძირითადი დეტალები:

1. ძირითადი პრინციპი: ბირთვული იარაღი არის ბოლო, უკანასკნელი საშუალება რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად.

2. რუსეთის ფედერაციის მზადყოფნა  გამოიყენოს ბირთვული იარაღი უზრუნველყოფს ბირთვულ შეკავებას.

3. რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ბირთვულ იარაღს საკუთარი და ბელორუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კრიტიკული საფრთხის შემთხვევაში.

4. განახლებული ბირთვული დოქტრინა განსაზღვრავს კონკრეტულ მტრებს, რომლის წინააღმდეგაცშეიძლეა მოხდეს ბირთვული შეკავება.

არაბირთვული ქვეყნები, რომლებიც მოქმედებენ „ატომური ქვეყნის ჩართულობით ან მათი მხარდაჭერით“, პოტენციური მოწინააღმდეგეები ხდებიან.

– ქვეყნები, რომლებიც უთმობენ თავიანთ ტერიტორიას და რესურსებს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

– სამხედრო ბლოკის ნებისმიერი ქვეყნის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განიხილება როგორც მთელი ბლოკის აგრესია.

5. ჩამოთვლილია რუსეთის „ბირთვული პასუხის“ ახალი პირობები.

 რუსეთმა შეიძლება მივმართოთ უკიდურეს ზომებს, როდესაც

– სამხედრო თვითმფრინავების მასიური გაშვება,

ფრთოსანი რაკეტებით შეტევა (მაგ. ATACMS)

– დრონებით და სხვა თვითმფრინავებით შეტევა.

მნიშვნელოვანი პირობა ყველა მათგანის  იქნება   რუსეთის ფედერაციის საზღვარის გადაკვეთა.

ეს დოკუმენტი მეორე ყვითელი ბარათია, რომელიც ჯერ არ გადაქცეულა წითელ ბარათად. ეს უკანასკნელი გაფრთხილება პირდაპირ ნატოსთვის. განსაკუთრებით ის სიტუაციაა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აგრესიას გამოიჩენს რუსეთის მიმართ, მთელ ბლოკს ჩაითრევს რუსეთთან ომში. ეს ნატოსთვის  პირდაპირი სიგნალია.

ის აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც სთავაზობვენ თავიანთ ტერიტორიას და საჰაერო და საზღვაო სივრცეს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

დღეს ევროპაში არის 5 ქვეყანა, რომლებიც ფლობენ აშშ-ს ბირთვულ იარაღს მათ ტერიტორიაზე – თურქეთი, ჰოლანდია, გერმანია, ბელგია, იტალია.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურესი ღონისძიებაა და დასავლეთმა უნდა მოისმინოს ამ განცხადების სერიოზულობა.

 ახლა მათ წინ აშკარად “წითელი ხაზები” არის გავლებული, არა მოჩვენებითი, არამედ ძალიან რეალური.  მათი უგულვებელყოფისთვის პასუხი შეიძლება იყოს ბირთვული დარტყმა.

ასე რომ არც გაბედოთ, ბიჭებო!