7 დეკემბერი 2024

სახალხო დამცველი გვარამიას იცავს და მიაჩნია, რომ ფსიქიკური პრობლემების პირების დაცინვა მიუღებელია

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოპოზიციის ლიდერს, მსჯავრდებულ საააკაშვილის რეჟიმის ყოფილ პროკურორს- ნიკოლოზ გვარამიას ირიბად ფსიქიკურად შეუარაცხადად მიიჩნევს და მოუწოდებს პრემიერს თავი შეიკავოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებების გაკეთებისგან.

  • “სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას.
  • სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპიციციის უპირობო ლიდერის ნიკა გვარამიას მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა:

  • გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ … აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ – რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია“.