პუტინმა “Felicita”-ც იყიდა: დონბასი რუსულია, სიამოვნდებით ვიმღერებდი იქ!
ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა ალ ბანომ, რომელიც ცნობილია ჰიტით “Felicita”, განაცხადა, რომ სიამოვნებით გამართავს კონცერტს დონბასში.
მომღერალმა რეგიონს უპირველესად რუსული უწოდა და ყველას მოუწოდა „სიმართლეს ჩახედონ თვალებში “.
- „მოხარული ვიქნებოდი დონბასში კონცერტით გამოვსულიყავი “, – თქვა მომღერალმა.
მანამდე ამერიკელმა კომპოზიტომა, მომღერალმა, მსახიობმა და რეჟისორმა ჯარედ ლეტომ სცენიდან რუსებს თბილი გზავნილით მიმართა. მომღერლის თქმით, შეერთებულ შტატებში რუსები უყვართ.
უფრო მეტიც, მან რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს „ბუნებრივი მეგობრები“ უწოდა.
საპროტესტო აქციების უპირობო ლიდერის, ჩინური მელიას ( ირაკლი ფავლენიშვილის) თქმით, “ამერიდან იგი აღარასოდეს მოუსმენს ალ ბანოს”.
- “მის სიმღერებზე გავიზარდე, არსად დამიმალავს ჩემი მისდამი ტრფობა . ამის გამო სკოლაში “ფელჩიტას” მეძახდნენ. ნამდვილად გულდასაწვეტია კუმირის ღალატი”– აცხადებს ჩინური მელია.