7 დეკემბერი 2024

არ გაგვაბრაზოთ მშვიდობის მოსურნე მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, თორემ, ვერ გიშველით ბიძია სემი!

სპეკულაცია და „დაბოლების“ ნაცისტური ხრიკია, არანაირი “გაერთიანებული ოპოზიცია”, საპარლამენტო არჩევნებზე ერთად აღებული მათი ჯამური ოდენობა, ტერმინი, როგორც ასეთი მსოფლიოში არ არსებობს.

ყველგან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ არსებობს პირველ და მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა და მათთვის მიცემული ხმების თანაფარდობა.

როგორც წესი, მსოფლიოს უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური ძალა, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში ენიჭება აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების კონსტიტუციური უფლება.

როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე თბილისში, ყველა საარჩევნო უბანზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ” ქართულმა ოცნებამ” 20-30% – იანი სხვაობით და სპეკულაციები არჩევნების რაიმე ფორმით გაყალბების შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ რევანშის პოლიტიკური, უსუსური მცდელობა.

წლევანდელ არჩევნების 43%-ზე დიდი სხვაობა საქართველოს ისტორიაში, პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის დაფიქსირდა მხოლოდ 2008 წელს – 59%.

როგორ მოხდა მაშინ და რანაირად, ბევრი ახსნა ამას არ სჭირდება. იმ ადამიანების, ე.წ. პოლიტიკოსების უმრავლესობა , რომელიც დღეს არჩევნებს „ მოპარულს“ უწოდებს , დიქტატორ სააკაშვილის 2008 წელს კატეგორიულად არ აღიარებდა.

მოკლე მიმოხილვა საქართველოში პირველ და მეორე ადგილსაც გასულ პარტიებს შორის ასეთია:

• 1995 წ- მოქ.კავშირის 23,71%- აღორძინების 6,84% ( სხვაობა- 17%)

• 1999წ- მოქკავშირის 51,75%- აღორძნების 25,81% ( სხვაობა- 26 %)

• 2003 წ 28 მარტი – ნაც. მოძრაობა 66,24%- მემარჯვენე ოპოზიცია 7,56% ( სხვაობა- 17%)

• 2008 წ. ნაც. მოძრაობა 59,18% – გაერთიანებული ოპოზიცია – 17, 73% ( სხვაობა- 59 %)

• 2012 წ. ქართული ოცნება 54,97% – ნაც. მოძრაობა- 40,34% ( სხვაობა- 14%)

• 2016 წ. ქართული ოცნება 48,68%- ნაც. მოძრაობა-27,11% ( სხვაობა- 21%)

• 2020 წ. ქართული ოცნება 48,22 ნაც. მოძრაობა-27,18% ( სხვაობა- 21 %)

• 2024 წ. ქართული ოცნება 54 % კოალიცია ცვლილებისთვის -11,03%, ( სხვაობა- 43%)

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში განსხვავება მმართველ კონსერვატიულ და ლეიბორისტულ პარტიას შორის, სხვადასხვა დროს არ აღემატება ხოლმე 15-20%-ს.

• სომხეთი- 53%- 24% -ს,( სხვაობა- 29%)

• აზერბაიჯანი 68 საპარლამენტო ადგილი – 42 -ის წინააღმდეგ,

• ბელორუსი 46%- 36,3 %-ის წინააღმდეგ ( სხვაობა- 9.7%)

• საბერძნეთი 40,56%- 17,83-ის წინააღმდეგ, ( სხვაობა- 22,73%)

• ლატვია 18% – 12% ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 6 %)

• ლიტვა 19,32 %- 18% ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 1,32%)

• ნორვეგია- 26,3%- 20,4%-ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 5,9%)

• პოლონეთი- 42,17- 34,13 -ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 8,04 %)

• პორტუგალია 28,83%- 27,98%-ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 0,85%)

• რუმინეთი- 29,32%- 25,58%-ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 3,74 %)

• სერბეთი- 48, 07%- 24,32%-ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 23,75%)

• რუსეთი- 49,82%- 18,93%-ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 30,89 %)

• უკრაინა (2019წ)- 43,16%- 13,95% ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 29,21 %)

• საფრანგეთი 33,35% -28,28 -ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 5,07%)

• შვედეთი -24,77%-17,53% -ის წინააღმდეგ,( სხვაობა- 7,24%)

თქვენ წარმოიდგინეთ, სხვაობა რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მსგავსად 1-3 პროცენტს შეადგენდეს- დაანგრევდნენ ალბათ, ურჯულოები ქვეყანას!

ასე, რომ შეეგუეთ მარცხს, საქართველოს არაკეთილმოსურნეებო. გაიმარჯვა მშვიდობამ, გაიმარჯვა მიძინებულმა ეროვნულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ, ქვეყნის უპირობო ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით! არ გაგვაბრაზოთ მშვიდობის მოსრუნე მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, თორემ, ვერ გიშველით ბიძია სემი!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია