ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სასახლიდან გამოსვლას არ აპირებს: რა ძალით გამაგდებენ?! არსადაც არ წავალ!
„თბილისი 24“-ის წყაროს ცნობით, ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ახალი წესით პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში საპრეზიდენტო სასახლეს არ დატოვებს და ახალი არჩევნების ჩატარებამდე თავს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.
წყაროს ანონიმურობის დაცვით, გთავაზობთ ,აუდიო ჩანაწერის ტექსტურ ვერსიას, სადაც საუბარი ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროცესებზეცაა.
- ზურაბიშვილი: არანაირი უფლება არ აქვს ამ უკანონო პარლამენტს, ახალი პრეზიდენტის არჩევის. ფაქტიურად, უკრაინის მდგომარეობაა რა.
- ხმა: ზუტად, ზუსტად!
- ზურაბიშვილი: სანამ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მე ვითვლები ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
- ხმა: ხო, მაგრამ ეგენი მაინც აირჩევენ და….
- ზურაბიშვილი: არჩიონ. არსადაც არ გავალ კაცო, როგორ გამაგდებენ, ძალით მოვლენ აქა? სპეცრაზმი მოვა? არსადაც არ წავალ! მსოფლიოს გავაგებინებ, რომ ესენი არა მარტო გააყალბენ, კონსტიტუციას არ ცნობენ.
- ხმა: თქვენც ხომ იცით, რომ გვარამია და გახარია შევლენ პარლამენტში და საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურის დაყენებასც აპირებენ.
- ზურაბიშვილი: ვისა, გვარამიასი? კისერიც უტეხნიათ, მე მაგათ აქციებზე აღარ მივალ.“ – ისმის აუდიო ჩანაწერში.