ლუკაშენკო: ქართველები არ მიიღებენ ლგბტ-ს,ისინი ქალებს აკვნიდან უყურებენ

ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას. ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
- „მათ სურთ გამჭვირვალობა თავიანთ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე მიიღო.
- უფრო მეტიც, ერთი ერთში გაიმეორეს ის, რაც ამერიკაშია და ეს კიდევ უფრო რბილადაც კი გააკეთეს.
- წინასწარ გაიარეს კონსულტაცია. მაგრამ ბიძია ჯომ ან კიდევ ვინმემ ევროკავშირში გაიღვიძეს და ისე ვერ იფიქრეს, ისე ვერ შეხედეს. ისინი ანადგურებენ ქვეყანას.
- ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას. ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ.
- დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.