ჭინკები გააქტიურდნენ: ანტონმა თქვა- Fass და ისინიც გმობენ არჩვენებს!
საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს ყველა დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“, – ასეთ განცხადებას აკეთებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რუსი ემიგრანტების შთამომავალი ენტონი ბლინკენი. (ანტონ ბლინკინი)
ანალოგიურ პათოსს იზიარებს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი და აცხადებს, რომ – საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია.
მათი მოწოდების კვალდაკვალ აქტიურდებიან აშშ-ს მარიონეტული ქვეყნები და საქართველოში “არჩვენების დღეს მომხდარ დარღვევებზე” საუბრობენ.
- პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო -ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს.
- ლატვიის საგარეო უწყება – ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოსაძიებლად,
- ლიეტუვის საგარეო სამინისტრო – საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირში გაწევრიანების გზას . ლიეტუვას უჭირს, ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად აღიაროს.
ჰელსინკის კომისიის განცხადებით – თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ.