19 მარტი 2025

კახაბერ ოქრიაშვილი: მოვითხოვ ტექნიკური მთავრობის ფორმირებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

ცნობილი ქართველი მეცენატის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის  კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით,  ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ განწყობას და  არჩევნების „Edison Research“-ის ეგზიტპოლის მიხედვით შეჯამებას მოითხოვს.

მეცენატი ოქრიაშვილი  წუხილს, ასევე ბიულეტენის „ზედმეტად თხელი ქაღალდის გამოც“ გამოთქვამს.

  • „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ოპოზიციას 52% დაუწერა, 41 ნომერს კი – 41%.
  • ეგ 41 %-იც „ოცნებამ“, რეალურად, 200-ლარიანი მოსყიდვის და მერე მოსყიდული ხალხის კონტროლის შედეგად აიღო.
  • ხალხის ნების გაკონტროლება იმითაც იყო შესაძლებელი, რომ ბიულეტენის ზედმეტად თხელი ქაღალდის გადმოტრიალების შემდეგ სრულიად გარკვევით ჩანდა მარკერით გაფერადებული წრე, რის მიხედვითაც ძალიან ადვილი იყო მიხვედრა, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა.

აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! – წუხს მეცენატი ოქრიაშვილი და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს  იმ უბნების შედეგების გასაუქმებლად,  სადაც „ოცნებამ“, მისი თქმით  70%-ზე მეტი „დაიწერა“, მაგალითისთვის მოყავს   მთლიანად საჩხერის ოლქი, აცხადებს მეცენატი  კახაბერ ოქრიაშვილი.

მეცენატი დარჩენილი უბნების შედეგებით დროებითი პარლამენტის დაკომპლექტებას მოითხოვს , დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.