ალბათ, ვერც აცნობიერებთ, რომ თქვენ პირობებში სიტყვა “პრო-რუსი” ნელნელა პოპულარული და საამაყო ხდება?!
გასულ შაბათს, ამ ჩემმა ნოდარა მელაძემ თავის გადადაცემაში მთელი 15 წუთიანი სიუჟეტი მომიძღვნა, სადაც ჩემთან ინტერვიუში მისი ალქაჯი ჟურნალისტი ქაჯაია, აღშფოთებული იყო იმით, თუ როგორ უნდა შევურიდგეთ აფხაზ და ოსს ძმებს მას შემდეგ, რაც მათ ჩვენი სისხლი დაღვარეს და მაგალითისთვის ანწუხელიძეს (ღმერთმა აცხონოს) ახსენებდა…
აღშფოთებას ვერ მალავდა ეს ჩემი ნოდარა მელაძის აფთარი იმის გამო, რომ როგორ თუ სტუდენტებს ასწავლით სამხედრო საქმეს და მითუმეტეს ოსი და აფხაზი ეთნოსის წარმომადგენლებსო?!
რის გამოც პრო-რუსი ოფიცერი მეძახა მთელი სიუჟეტის განმავლობაში.
თუმცა, რატომღაც არ ადარდებთ, უფრო მეტიც ტაშს უკრავენ ამ ვიღაც კვერცხს გვარად გამსახურდიას, რომელიც არ ერიდება იმ ქართველების სისხლის დაღვრას რომელთა გემოვნება მისას არ დაემთხვევა 26 ოქტომბერს?!
ხოდა კითხვა მაქვს:
ეს გამსახურდია, რომელიც მზად არის ქართველთა სისხლი დაღვაროს არის პრო-ევროპელი და მე, რომელიც მზად ვარ პირველმა შერიგების ხელი გაუწოდო ჩვენ თანამოძმეებს, ვარ პრო-რუსი?
თქვენ ალბათ ვერც აცნობიერებთ, რომ თქვენ პირობებში სიტყვა “პრო-რუსი” ნელნელა პოპულარული და საამაყო ხდება?!
- ან რატომ უნდა დავიტყაო ეხლა მე უკრაინაზე გულშემატკივრობით მუხლები, მაშინ როცა 2008 წლის 14-15-16 აგვისტოს მე და გარკვეული ჩემი თანამებრძოლები საოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები ცხინვალის ქუჩებში დავწოწიალობდით ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შესაგროვებლად მაშინ, როცა ზელენსკი საქართველოს დროშით ხელში კრემლის შენობის საკონცერტო დარბაზში დაგცინოდა?
- ან როგორ მოხდა ის, რომ მაშინ როცა მე 2009 წელს როგორც ერთერთი საბრძოლო ბატალიონის მეთაური გოდერძის უღელტეხილზე და კავკასიონის ქედზე საბრძოლო მასალების სამალავებს ვაწყობდი, რათა მომდევნო რუსული აგრესია უფრო ეფექტურად მოგვეგიერებია, უკრაინის შეიარაღებული ძალები იმავე წლის 9 მაის წითელ მოედანზე აღლუმში მონაწილეობდნენ და პუტინის წინ შაგაობდნენ?
თუმცა, მე ვიცი რატომღაც დაიბოღმა ეს ჩემის ნოდარა მელაძე და კოლექტიური ნაცანალები, ისინი მიხვდნენ, რომ სტუდენტები ეცლებოდათ ხელიდან, რადგან მათ განათლებული და სტუდენტები არ სჭირდებათ, მათ ესაჭიროებათ მხოლოდ “ლაზარე გრიგორიადისი”, რომელიც ქართველ პოლიციელს ცეცხლს წაუკიდებს და მერე გმირად შერაცხავენ, ხოლო სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად გომბორის გადამზადების ცენტრში მინიმალურ სამხედრო საქმეს შეისწავლის, რომ საყოველთაო მობილიზაციის ან ტოტალური თავდაცვის პირობებში არამარტო საკუთარი თავის დაცვა და თვითგადარჩენა, არამედ სხვისი უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც შეეძლოს, რითიც ის უდიდეს სამსახურს გაუწევს თავდაცვის ძალებს და უნიშვნელოვანესი თავდაცვის რგოლი ხდება სახელწიფოსათვის.
მათ დაინახეს, რომ გომბორის სასწავლო ცენტრში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდა მათ მიერ გახლეჩილი თაობები და ეთნიკური ჯგუფები, ვეტერანები და ახალგაზრდები, სპორტსმენები და შშმ პირები, ჟურნალისტები და ჯარისკაცები. სხვადასხვა რელიგიის და ეთნოსის აზერბაიჯანელი, ოსი, სომეხი, აფხაზი, იეზდი, ბერძენი და სხვა წარმომადგენლები, რაც მათთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და ხერხელმლის ტვინით იგრძნეს, რომ გაერთიანებული საზოგადოება გაერთიანებულ საქართველოს უდრის, რაც მათ დამფინანსებელ ბატონებს ძალიან არ მოეწონებათ…
თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ ამ სიუჟეტით გავბრაზდი ან მეწყინა…
იქ სადაც პატრიარქს აგინებთ, ჩემი გინებისთვის მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან მეუხერხულება ერთ სიბრტყეზე ჩემი დაყენება…
ამის გარდა, ძალიან სასარგებლო იყო თქვენი ეს სიუჟეტიც, რადგან საზოგადოება კარგა ხანია მიხვდბა, რომ თქვენი გინება ქებაა, ხოლო ქება გინების ტოლფასი…
- ასე, რომ მადლობა ამ ჩემი ნოდარა მელაძეს და მის რეგვენ გუნდს ასეთი კარგი პიარისათვის, რასაც პოლიტიკაში “სასარგებლო იდიოტიზმს” უწოდებენ!ამ სიუჯეტით თქვენ დამარწმუნეთ, რომ სწორ გზაზე და სწორი ხალხის გვერდით ვდგევარ, ამის შემდეგ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებ მუშაობას!
მადლობა, ნახვამდის!
P.S.
ამ ვიღაც კვერცხ გამსახურდიას გადაეცით, რომ არავის გადაუღუნოს!