20 იანვარი 2025

დააკავებს თუ არა გუტერეში ძებნილ პუტინს?

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ყაზანში ჩავიდა.

BBC -ის ცნობით შესაძლოა ეს ფარული მოტივი იყოს და მამაც გუტერეშს პუტინის დაკავება ჰქონდეს განზრახული.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ანტონიო გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანტონიო გუტერეში რუსეთში მოსალოდნელი ვიზიტისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “ეს ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას”.

  • „გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში ომის დამნაშავე პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

BRICS-ის სამიტი 36 სახელმწიფოს შემადგენლობით ყაზანში დღეს დაიწყო და იგი 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი დღეს ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება.