15 თებერვალი 2025

საქართველოს შეფერხების მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილია

საქართველოს შეფერხების მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილია, ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. 500 ევროპარლამეტარის მოსყიდვა შეუძლებელია, მის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

  • ” ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, საქართველოს სამომავლო გზას.
  • რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან.
  • ევროკავშირის წევრობის შემდგომი ნაბიჯები ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.
  • ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან.
  • ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები.
  • რასაც ბიძინა ივანიშვილი და სხვა ოფიციალური პირები 2008 წლის ომზე ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.