გერმანიის ელჩი კალაძეს დაცინის: ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა

„ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა“, — წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი X-ზე.
ამით ელჩი ფიშერი გამოეხმაურა თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, სადაც კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრ ანა ლურმანს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა.
ცნობისათვის, ანა ლურმანმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს.