საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" კობახიძე: ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს – თბილისი 24
20 მაისი 2024

კობახიძე: ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ახლახან მიღებული ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მას “სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი” უწოდა.

  • “აქ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი. მათ ამოძრავებთ გარკვეული პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის შედეგია, აბსოლუტურად გაუმართავი და უსამართლო ჩანაწერები, რომელიც გვხვდება ევროპარლამენტის თუ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ტექსტებში. ესეც მორიგი ამის გამოვლინებაა. ამ რეზოლუციას ჩვენთვის აქვს ნულოვანი ფასი. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არის სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი“, – განაცხადა კობახიძემ.

წყარო