როგოზინი: ან ჩვენ, ან ისინი!
როსკოსმოსის ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაცია ერთი ფრაზით აღწერა: „ან ჩვენ, ან ისინი“.
როგოზინის თქმით, ორივე მხარე მოტივირებულია: რუსი სამხედროებიც და უკრაინელებიც. მან ასევე მოუწოდა რუსეთს მტრის ძალიან სერიოზულად შესაფასებლად.
- „ეს არის ეგზისტენციალური არჩევანი ჩვენი სამშობლოსთვის – ან ჩვენ, ან ისინი. დღეს ჩვენ ჩართული ვართ სასიკვდილო ბრძოლაში სასტიკ მტერთან, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის მთელ არსებობას. ამიტომ, ჩვენი მოტივაცია უნდა იყოს ბოლომდე წასვლა“, – განმარტა სახელმწიფო კორპორაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
როგოზინის თქმით, ეს არის „ხანგრძლივი ბრძოლა“. მან ასევე გაიხსენა, რომ კონფლიქტისთვის მზადება რამდენიმე წელია მიმდინარეობდა.