20 იანვარი 2025

თურქეთის აშშ-ს სამძიმარს არ ღებულობს

თურქეთმა სტამბოლის ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი ტერაქტის გამო შეერთებული შტატების სამძიმრის მიღებაზე უარი განაცხადა.

  • “ჩვენ ვიცით, საიდან იყო კოორდინირებული თავდასხმა. ჩვენ მივიღეთ შეტყობინება და ყველაფერი ვიცით. ჩვენ არ ვღებულობთ ამერიკის საელჩოს სამძიმარს. თავდამსხმელი რომ არ დაგვეჭირა, დღეს საბერძნეთში გაიქცეოდა“, – განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.

თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გმობს ძალადობის აქტს, რომელიც მოხდა სტამბოლში და ასევე უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს.

სტამბოლის ცენტრში ფეხით მოსიარულე ტურისტულ ქუჩაზე ისტიკლალზე აფეთქება მოხდა. პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ 81 დაზარალებულის  შესახებ განაცხადა.

პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით 46 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი ქალი.
მედიის ცნობით, დაკავებული სირიის მოქალაქეა, რომელმაც აღიარა თურქეთში ტერორისტად აღიარებულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირი.