ასე განაგრძეთ ღრმადტპატივცემულო „სტრატეგიულო შტერებო“და საბოლოოდ დაასამარებთ აშშ-ს საქართველოში!
ძნელია თვითდარწმუნებულ იდიოტს ესაუბრო პოლიტიკაზე უმტკიცო ურყევი ჭეშმარიტება, თეორემა, რომელიც საუკუნეების წინ ათასგის მასზე ბრძენმა ადამიანებმა დაამტკიცეს.
- წყლის ნაყვაა ეკამათო ადამიანს, რომელიც დაზუთხული ტექსტებით ცდილობს თავისი აზრის უპირატესობის წარმოჩენას.
- რთულია, პოლიტიკაზე ეპაქერო ადამიანს, რომელსაც საქართველოს ისტორიული მტრები – ისტორიულ მეგობრებად მიაჩნია, რომელსაც ავსტრია და ავსტრალია ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია, რომელიც უაზროდ, უარგუმენტოდ გიმტიცებს რომ „ საქართველო ბრუნდება ოჯახში“ , სადაც არასდროს ყოფილა, რომ „ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია“, როცა იმავე ევროპამ საქართველო საკუთარ ინეტერესებს მრავალგზის ზვარაკად შეწირა, და რომელიც თურმე, დღეს “უკრაინელ ხალზე ზრუნვით” ასრულებს საკუთარ მიზნებს, რუსეთის დასასუსტებლად და მისი სტრატეგიული მარაგების ხელში ჩასაგდებად, გვიბრძანებს ომს და სანქციებს უწესებს საქართველოს ურჩი ხელისფლების პირველ პირებს , არჩევნების გარეშე გვისვამს საკუთარი ინეტრესებისათვის შესაფერის ცალ ფეხზე მდგომარე, ყურმოჭრილ მონა ხელსუფალს.
- თურმე, საქართველოში სასურველი შედეგების მიღების, ანუ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში აშშ უვიზო მიმოსვლას დაუწესებს საქართველოს მოსახლეობას.
- დღეს რა გიშლით ხელს?
- თუმც, ღმერთმა არ ქნას ამ ბოდვის განხორციელება, რადგან დარჩება საქართველო უბრძოლველად ჩინელებს და ირანელებს !
- არანაირი „რუსული რბილი ძალა“ საქართველოში არ არებობს. რბილიც და უხეშიც თავად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ადგილობრივი დიღმის კანტორაა,რომელიც თავისი უგუნური გადაწყვეტილებებით ისე აზიზღებს ამერიკას ქართველებს, რომ ვერანაირი რუსი ამას ვერ შეძლებდა.
- აბა, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანის ტვინში შეიძლება მოიხარშოს იდეა, რომ ასე დაამცირო, შეურაცხყო ერი და უთხრა , რომ ადამიანი, რომლის წყალობით ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, წისვლა ,სითბო და სინათლეა, ვგულისხომობ მეცენატ ბიძინა ივანიშვილს, არის რუსეთის ფსბ-ს აგენტი?
- თუმც, რაა გასაკვირი, როცა თქვენ ოთხი წლის მანძილზე საკუთარ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანიდატს დონალდ ტრაპს „ მოსკოვის აგენტად და ჯაშუშად „ ნათლავდით და დღემდე იგივეს ამტკიცებთ.
- ასე, რომ მივესალმები თქვენს ბორულ სიბრძნეებს, ღრმადტპატივცემულო „სტრატეგიულო შტერებო“, ასე განაგრძეთ და საბოლოოდ დაასამარებთ აშშ-ს საქართველოში!
- ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია