14 ოქტომბერი 2024

იცნობდეთ საქართველოში “დემოკრატიის ძირის გამომთხრელებს”- ხარებას და მილერის!

ამერიკელი სენატორი, ბებერი მარაზმატიკი ჯიმ რიში სიხარულს ვერ მალავს საქართველოში “დემოკრატიის ძირის გამომთხრელების” და “ადამიანის უფლებების დამრღვევების” დასანქცირების გამო .

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

ასევე, საქართველოში “დემოკრატიის ძირის გამოთხრაში” მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს.