ბოდიშის მოხდა ძლიერების თვისებაა!
ტვინნაღრძობი ნაცების მიერ აგორებული ახალი კამპანიის – „ბოდიში ოსებს“ გამო:
საქართველოდ წოდებული უფლისგან დალოცვილი ქვეყანა თავისი არსებობის ნახევარზე მეტი ოკუპირებული იყო იმპერიების მიერ.
ერთიანი საქართველოს თუ სამეფო სამთავროებად დაქუცმაცებულ ქართველთა სამეფოების პირველი პირები ხარკით, ძღვენით ეახლებოდნენ ხოლმე შაჰებს, ყაენებს … შვილებსაც სწირავდნენ ზვარაკად ქვეყნის გადარჩენას!
არავის გაუვლია გულში ფიქრად, ტვინში აზრად ბოლო ქართველამდე შეეწირა ქართული გენოფონდი ბიზანტიელთა, ხაზარელთა, შაჰ- აბასის, მურვანმ ყრუს, თემურ ლენგის, ისმაილ I -ის, თამაზ I -ის, უზუნ-ჰასანის , იაყუბ-ყაენის ,ჯეჰან-შაჰის, სელიმ ხანის, მუსტაფა ლალა-ფაშას, ფერჰად-ფაშას, ომარ-ხანს, აღა-მაჰმად-ხანს , სხვათა და სხვათა ურდოებს!
ბოდიში მოუხდია თუმე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მტერ ოსებისთვის“ და რაღა ტერმინებით არ ამკობენ ეს ტვინდადუღაბებულები !
- ნეტავ ვინ აღადგინა პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ გაუქმებული ავტონომიური ოლქი სახელად „სამხრეთ ოსეთი“ და საქართველოს ისეთი ძირძველი ტერიტორიებიც მიუერთა მას, რომელიც მანადე არასდროს ყოფილა მის შემადგენლობაში, მიხეილ სააკაშვილმა ხომ არა?
- ნეტავ ვინ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს და სოფლებს „ ქვების გროვა“?
რაო, გაქარწლდა ნაც.მანიაკებო ე.წ. რუსული კანონის ეფექტი და ახალი სატყუარა იპოვნეთ თქვენი იმბეცილი მხარდამჭერებისთვის?
- თუ საქართველოს მოქალაქეებად არ თვლით აფხაზეთსა და „ სამხრეთ ოსეთში“- სამაჩაბლოში მცხოვრებ ადამიანებს?
ბოდიში ჩვენ , ყველამ ერთად უნდა მოვუხადოთ ოს ძმებს და დებს ნეოფაშისტი მანიაკის მიერ საკუთარი მოქალაქეების განადგურების, დაბომბვის, ჩახოცვის გამო!
ბოდიშის მოხდა ძლიერების თვისებაა, რაც სექტის მიმდევარ ლაჩრებს არ გძალუძთ!
- ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს, ეროვნებით ოს ძმებს და დებს, შვილებს, მამებს, დედებს შიზოფრენიკი პრეიდენტის სისხლიანი ავანტურის გამო, რასაც ასობით ქართველი და ოსი ეროვნების ადამიანების სიცოცხლე შეეწიარა!
- ბოდიში 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დედებს , მამებს , შვილებს, მეუღლეებს, ახლობლებს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ შეესრულებინათ პრეზიდენტადწოდებულის დანაშაულებრივი ბრძანება, რადგან მათი მოტივაცია მაშინ სამობლოს დაცვა იყო , ამერიკული შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის, სააკაშვილის ტახტის სიმყარისთვის წარმოებული ომი მათთვის სამშობლოს დაცვად გასაღდა.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია