პრორუსი მილიარდერი: მკუანა ჯო და კისკისა კამალა ქვეყნის მტრები არიან!
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, პრორუსი მილიარდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებულ თავდასხმებში დამნაშავეები პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არიან, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ მას.
- „მათი რიტორიკა იწვევს იმას, რომ მესვრიან, როდესაც მე ვარ ის, ვინც აპირებს ქვეყნის გადარჩენას და ისინი არიან, ვინც ანადგურებენ ქვეყანას – როგორც შიგნიდან, ასევე გარედან“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით მკუანა ჯო და კისკისა კამალა ქვეყნისთვის რეალური საფრთხეები არიან.
- „ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს, ისინი შიდა მტრები არიან და რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ“, – დასძინა ტრამპმა.