SOS : რადიკალური ოპოზიცია საქართველოში არჩევნებამდე სისხლისღვრას გეგმავს !
რადიკალურ – ექსტრემისტულ ძალებს საქართველოში არ აწყობთ საპარლამენტო არჩენების ჩატარება, ვინაიდან მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი შიდა კვლევით ისინი 30%-ს ვერ იღებენ და „ქართული ოცნება“ საპარალამენტო- საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის.
„თბილისი 24“-ის წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თბლისის შემოგარენში, გვიან ღამით შედგა საიდუმლო შეხვედრა , რომელსაც ესწრებოდნენ: რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიკანორ მელია, ნიკოლოზ გვარამია, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, მამუკა ხაზარაძე, გენერალი დევი ჭანკოტაძე , ანა ნაცვლიშვილი და მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტის დედა- გიული ალასანია.
შეკრების მთავარი მიზანი- ნებისმიერი გზით საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა იყო.
ამ მიზნისთვის კრებაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მათ , საკუთარი შესაძლებლობების და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში არჩევნების ჩასაშლელად მოიწვიონ უკრაინელი ბოევიკები, რადგან იციან რა, რომ განწირეულები არიან დამარცხებისთვის. მათი მიზანი ქვეყანაში სისხლისღვრის და ახალი სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობაა.
კრების აზრით, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გააქტიურებას საქართველოს მიმართულებით , რაც ფაქტობრივად ქვეყნის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვის ტოლფასი და ამერიკული დავალების შესრულების ერთადერთი რეალური გზააა.
წყაროს ცნობით, ასევე დაგეგმილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავდასხმები „ქართული ოცნების“ და ხელისულების წარმომადგენლებზე და ზოგადად ხელისუფლების მხარდამჭერ ცნობად სახეებზე, კულტურის სფეროს წარმოამდგენლებზე, მომღერლებზე. ( გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ.)
წყაროს ცნობით, ინფორმაციას სწავლობს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური და შესაძლოა ამ ფაქტს დიდი დაკავებები მოყვეს.